საკონსტიტუციო კომისიის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

01/03/2017

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეოთხე სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს განიხილავს, დღეს მორიგი სხდომა გამართა.
როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, წინა შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილია გადამუშავებული ვარიანტები.
„დღეს იმართება მეოთხე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ვიწყებთ მეორე რაუნდს ამ შეხვედრების. როგორც მოგეხსენებათ, წინა შეხვედრაზე გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თავთან, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან და პირველი თავის შესაბამის მუხლებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, წარმოდგენილია გადამუშავებული ვარიანატები როგორც მეშვიდე1 თავის, ასევე, კონსტიტუციური კანონის და ალტერნატივები პირველ თავთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სამუშაო ჯგუფმა დღევანდელი სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის თავის განხილვით დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0