საკონსტიტუციო პროცესი ფორსირებულად წარიმართა, პროდუქტი, რომელიც მეორე მოსმენით მიღებულია, კონსენსუსის საგანს არ წარმოადგენს

11/09/2017

გვინდოდა, გვეჩვენებინა როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში თანხმობა შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საკონსტიტუციო პროცესი ძალიან ფორსირებულად წარიმართა და პროდუქტი, რომელიც მეორე მოსმენით არის მიღებული, არ წარმოადგენს კონსენსუსის საგანს, ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის იმიჯს საზღვარგარეთ, ჩვენს პარტნიორებში. ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ კიდევ ერთხელ შევკრებილიყავით პოლიტიკურ სუბიექტებთან, შეგვეჯერებინა პოზიციები და გვეჩვენებინა როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში თანხმობა არის შესაძლებელი და აუცილებელია ეს თანხმობა ასახული იყოს საბოლოო დოკუმენტში, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს შემდგომში ქართულმა სახელმწიფომ”, – აღნიშნა ჩიხრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0