საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსი შედგა

19/09/2017

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც მმართველ პარტიასა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს იმ სულისკვეთებისთვის, რომელითაც ეს პროცესი განხორციელდა.
პრეზიდენტის განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა – თანხმობამდე მისასვლელად, ჩვენ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ.
“ჩვენ დავიწყეთ მუშაობა “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ, მხოლოდ იმ ცვლილებებს რასაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს.
ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავიანთი შეხედულებით ძალიან ბევრ საკითხზე. კონსულტაციები გამალებული საარჩევნო კამპანიის დროს მიმდინარეობდა და გამომდინარე იმ სულისკვეთებიდან, რომ არსებობს ღირებულებები, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0