საკონსულტაციო კომპანიამ Future Laboratory“ თემაზე „ინოვაციების აუდიტი – ეფექტური მექანიზმები კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“ პრეზენტაცია გამართა

18/10/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკონსულტაციო კომპანიის „Future Laboratory“ დამფუძნებელმა, ირაკლი ქაშიბაძემ თემაზე „ინოვაციების აუდიტი – ეფექტური მექანიზმები კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“ პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა დარგის განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რადგან კონკურენტულ გარემოში მნიშვნელოვანია დროის მოკლე მონაკვეთში ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0