საკონსულტაციო შეხვედრა ზემო კაჭრეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო კაჭრეთში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ ხანდამაშვილი სოფ. ზემო კაჭრეთის მოსახლეობას შეხვდნენ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად, საპროექტო წინადადებები განიხილეს. საერთო კრებაზე, ხმათა უმრავლესობით არჩეულ იქნა სოფ. ზემო კაჭრეთში ამბულატორიის მოწყობისა და სკვერის რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელს დაუბრუნდა, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინი ჰესები და ა. შ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, თებერვლის ბოლომდე, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან, 232 საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 61 საკონსულტაციო შეხვედრა უკვე ჩატარდა.

Visited 223 times, 1 visit(s) today