საკრებულომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

01/06/2017

საკრებულომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად 25326 ლარი სოფელ განთიადში ორი ხიდის მოწყობაზე დაიხარჯება. მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის სახურავის რეაბილიტაცია 59863 ლარით დაფინანსდება. სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის სახურავის რეაბილიტაციისთვის 21233 განსაზღვრული. დაგეგმილია ასევე ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის კეთილმოწყობა. სოფელ კინოთში ჭის მოწყობა. დეპუტატებმა სხდომაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნას უყარეს კენჭი. საბჭო მსგავსი კატეგორიის პირთა საჭიროებებსა და პრიორირეტული საკითხებზე იმუშავებს მუნიციპალიტეტში. საბჭოს შემადგენლობა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარაოლიმპიელებითა და შშმ პირებით დაკომპლექტდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0