საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდის დირექტორის რწმუნებულმა ქეთევან დუმბაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ ჩართულობასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ.
ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს, სტუმრებმა, რომლებსაც საჩუქრად კონკურსის ,,თბილისი-2016“ გამარჯვებული და ნომინირებული ავტორების ნამუშევრების კრებულები გადაეცათ, საკრებულოს პროექტში- ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა.

Visited 226 times, 1 visit(s) today