საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სესიას დაესწრება

22/03/2016

საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის სესიას დაესწრება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას.
2016 წლის ორი სესიის თემას- ,,ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე’’ რამდენიმე დებატი მიეძღვნება.
ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის წევრები საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ იმსჯელებენ.
კონგრესზე ასევე პროგრამების-აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის – “ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების” ფარგლებში, ზოგად მიზნებს განიხილავენ და პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლზე, შესაძლებლობებსა და სამომავლო აქტივობებზე ისაუბრებენ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის 30-ე სესია 2016 წლის 22-24 მარტს, სტრასბურგში, Palais de l’Europe-ის დარბაზში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0