საკრებულოს დეპუტატებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს

08/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა,თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საკრებულოს წარმომადგენლებმა ქართველი მებრძოლების საფლავები გვირგვინით შეამკეს და მათ ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
„დედაქალაქის საკრებულოს სახელით მინდა მივუსამძიმრო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს. დღევანდელი დღე და მათი დაღვრილი სისხლი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართული გმირული სული გაუტეხავია.
საქართველო არის უკვდავი ქვეყანა და იგი ყოველთვის განვითარდება, ვიდრე ასეთი გმირი ახალგაზრდები ეყოლება“,-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0