თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
აღნიშნული საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, ბიუჯეტის მოცულობა 4 მლნ. 510 ათასი ლარით იზრდება, რომლის ძირითადი ნაწილი ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას, მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია-მშენებლობას, გამწვანების, ასევე დედაქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებსა და სხვა პროგრამებს მოხმარდება.
დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
დღესვე საკრებულოს წევრებმა შპს „ლაბორატორიის“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმჯელეს და საკითხს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.