საკრებულოს ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

17/03/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვდრა გამართეს.
დეპუტატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმისთვის სტიქიის ზონაში მდებარე ნაკვეთზე კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გაცემის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ოპოზიციამ შეხვედრაზე თბილისის მერიასა და მოსამართლის ოჯახს შორის კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა და შესაბამის დოკუმენტაცია წარმოადგინა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0