საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს

22/02/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების : ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ,,რესპუბლიკელები“, ,,დედაქალაქი“, ,,ეროვნული ფორუმი“ წევრებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – ალექსანდრე ელისაშვილმა და სევდია უგრეხელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ხელმოწერების ის რაოდენობა, რაც დედაქალაქის მერს სხდომაზე მისვლას ავალდებულებს, უკვე შეგროვებულია. ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, სადაც ქალაქის მერი ზვიად ნაზღაიძისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გადაცემული მილიონიანი ქონების შესახებ არსებულ კითხვებს დეტალურად უპასუხებს, აუცილებლად უნდა მოხდეს.
მათივე თქმით, სხდომაზე ასევე დადგება საკითხები 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობისა და 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზეც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0