საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

27/04/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალიწნებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისიის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება და საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი.
გარდა ამისა, სხვა საკითხებთან ერთად, დეპუტატებმა თბილისის რამდენიმე უბანში არსებული მიწის ნაკვეთების იჯარის, პირდაპირი განკარგვისა და გაცვლითი ფორმით პრივატიზების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასეს.
ამავე სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანას’’ დაუჭირეს მხარი, რაც ავტობუსების 4 მარშრუტის ცვლილებას გულისხმობს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და რამდენიმე ზონალურ ცვლილებას დაუჭირეს მხარი.
სხდომას სალრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0