საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

31/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს განსახილველად დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა. ხდომაზე საკრებულოს წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზურაბ ნეფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს. მეორე საკითხი რომელზეც დეპუტატემა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს „წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის #16-38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ეხებოდა. სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდნენ, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები ესრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0