საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცეს

08/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
პირველი საკითხი რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს, „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ასევე საბაგირო გზებით: „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური წარმომადგენელმა მიაწოდა.
ამავე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიოხილეს, რომლებიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და იჯარის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზებას მოიცავდა.
სხდომის დასასრულს დეპუტატებმა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0