საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

19/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დეპუტატებმა დღესვე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში წარმოდგენილ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე დეპუტატებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის თაობაზეც დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდა.
საკრებულოს წევრებმა დღესვე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის დადგენილებასა და ასევე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0