საკრებულოს სხდომაზე მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები დაამტკიცეს

21/02/2018

დედაქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დეპუტატებს დასამტკიცებლად მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატურები წარმოუდგინა.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გიგა გიგაშვილი, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს ირაკლი გვილავა, ხოლო მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს რუსუდან მირზიკაშვილი უხელმძღვანელებენ.
დღესვე სხდომაზე ტექნიკური ხასიათის ხარვეზების გამო ცვლილება განხორციელდა მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაშიც.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერის მოადგილეები და თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0