საკრებულოს წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

23/02/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა 1921 წლის თებერვალში რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს წევრები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ და პარლამენტის შიდა ეზოში წარმოდგენილი იუნკერების ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინებით შეამკეს.
1921 წლის თებერვალში რუსი ოკუპანტების შემოსვლას ქართველების მხრიდან საბრძოლო მოქმედებები მოჰყვა. კოჯორ-ტაბახმელასთან სამშობლოს თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი და იუნკერი დაიღუპა. იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს (ახლანდელი პარლამენტის სასახლის შიდა ეზო).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0