საკრებულოში გლობალური სამიტის მონაწილეებისთვის მიღება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების მონაწილეებისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, მიღება გაიმართა. მიღებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. სამიტში მონაწილე 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს სიტყვით კახა კალაძემ მიმართა.
OGP-ის მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში 17-დან 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სამიტის მონაწილეები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებენ და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

Visited 123 times, 1 visit(s) today