საკრებულოში მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ გახსნა.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის I, II და III კვარტლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიის წევრებს საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინა.
მერიის წარმომადგენელმა საბიუჯეტო პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, ასევე სამსახურის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ირაკლი გვილავამ კომისიის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
საკრებულოს წევრებმა დღესვე ამავე სამსახურის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და პრიორიტეტები დასახეს.

Visited 135 times, 1 visit(s) today