საკრებულოში მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების შესახებ იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულოში გამართულ ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომაზე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების და სტრუქტურის ცვლილების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე, კომისიის წევრებს, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხისა და დებულების შესახებ საკითხი, ამავე სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
მსჯელობის შედეგად, წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

Visited 303 times, 1 visit(s) today