საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა

12/07/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე ლისის საცხოვრებელი კომპლექსისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო და საზოგადოებრივი პარკისთვის ტრიო „სიმის“ წევრის რევაზ გელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საკითხს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0