საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

24/10/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელმა სასახლეში მომავალში განსახორციელებელ გეგმებზე და რეფორმებზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც თინათინ რუხაძემ განაცხადა, იგეგმება მეთოდური ცენტრის გაძლიერება, პედაგოგების გადამზადება, მათი ხელფასების ზრდა და მართვის პროცესში ექსპერიმენტის სახით ევროპული მოდელების დამუშავება და გათვალისწინება.
მისივე ინფორმაციით, სასახლის შენობის გარკვეული ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებს და ამ ეტაპზე სპორტულ დარბაზებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მოკვლევითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სხდომის დასასრულს, თინათინ რუხაძემ კომისიის წევრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა და მათი მხრიდან დახმარებისა და გვერდში დგომის იმედი გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0