საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

20/03/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ,,ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე დეპუტატებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარუდგინა.
დღესვე კომისიის სხდომაზე ამავე კომისიის თანამშრომლის ოთარ აბულაძის პროექტი- „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“განიხილეს, რომელიც სპორტის სფეროს ადმინისტრირების ინოვაციურ მეთოდოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს.
კომისიის წევრებმა აღნიშნული პროექტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის წარდგენას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე მიმდინარე საკითხის თაობაზეც იმსჯელეს.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0