საკრებულოში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარუდგინა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას. როგორც თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანითაა განპირობებული.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით, უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამორიცხვის საფუძვლები ერთ პუნქტში იყო გაერთიანებული, ხოლო წარმოდგენილი პროექტით კი, ცალ-ცაკე ქვეპუნქტებად ჩამოყალიბდა.
სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, დაკონკრეტდა შემოსავლის ოდენობა და არსებულ პირობებს დაემატა ისეთი შემოსავალი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის თანხის ერთობლიობას არ აღემატება.
როგორც სხდომის დასასრულს ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილების განხორციელება დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.

Visited 118 times, 1 visit(s) today