საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

15/09/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის N:33-92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებს განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, პროგრამის ხელმძღვანელმა ანი ჩაგარიძემ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ქვეპროგრამის ბენეფიციარი თბილისის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა იყოს რეგისტრირებული.
ამასთან, არამატერიალიზებული ვაუჩერის ნაცვლად მოსარგებლეთა დაფინანსება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით განხორციელდება, თუმცა, არაუმეტეს წესით გათვალისწინებული მომსახურების ლიმიტისა.
ამასთანავე, ცვლილებების შესაბამისად, მომსახურების საზღვარგარეთ გაწევის შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მოსარგებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წინასწარ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების წინასწარი დაფინანსება წესით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ლიმიტის ფარგლებში განახორციელოს.
ანგარიშებისა და ანაზღაურების ნაწილში მომსახურების მიმწოდებელი ვადებულია, ქვეპროგრამის განმახორციელებელს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინოს.
მომსახურების საზღვარგარეთ მიღების შემთხვევაში კი, ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, მომსახურების მიმწიდებელმა დაწესებულებიდან წესით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინოს.
კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის იურისტი მარი ჩივაძე ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0