საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ჩემთვის ვიცხოვრო ფუფუნებაში

19/09/2016

გინებაზე, წყევლასა და შეურაცხყოფაზე, რაც მოდის, ერთი ანდაზით შეიძლება თავი დაიმშვიდო – ”ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

”ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გავაკეთე, არის რომ საკუთარ პიროვნებას იმის ფუფუნებას არ ვაძლევ, რომ ჩრდილში წავიდე და ჩემთვის ვიცხოვრო ფუფუნებაში. ის ცოდნა, ენერგია და გამოცდილება, რაც მაქვს, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო, რომ სწორად განვითარდეს. შეურაცხყოფა, წყევლა, კრულვა, გინება მოდის ჩემს მიმართ, მაგრამ ვინ იგინება ძირითადად? – ვინც გინება იცის. შეიძლება ერთი ანდაზით დავიწყნაროთ თავი, რომ ”ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს”. ”ნაციონალებისგან” კრიტიკა გასაგებია. მთელი ქვეყანა ფეხქვეშ ჰყავდათ გადებული, ყველაფერი მათი იყო და დღეს ვინ სად არის? ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია და დანარჩენი ჯგუფი აგრესიულად ცდილობს დაიბრუნოს რაც ჰქონდა და გასაგებია”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0