საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მოგვარებული იქნება

23/09/2017

„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას” – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთრების დამტკიცებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად ოჯახებში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია და სხვა სახის კომუნიკაციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0