სალომე ზურაბიშვილი, ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა

15/01/2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გურიის რეგიონის რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდნენ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ქართული სპორტის განვითარებას ისახავენ და მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა. ამ ტიპის საფეხბურთო აკადემია პირველია გურიაში. ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება შენობის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინდორისა და ტრიბუნების მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისას საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0