სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

14/01/2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა. პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და თანამედროვე საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს იმ სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც 1846 წელს დაარსდა ჯუმათის მონასტერთან და რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები სწავლობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0