სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია იგეგმება

24/01/2018

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია იგეგმება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფუერის“ პროექტის განხორციელების შემდეგ, სამგორის რაიონის გამგეობა კორნელი სანაძის ქუჩაზე ასფალტის საფარს გამოცვლის.
სამგორის რაიონის გამგებელი, დავით კერესელიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ, შოთა ხაბარელთან და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0