სამგორის რაიონში მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა

17/06/2017

სამგორის რაიონში მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით, ამავე რაიონის ორხევის სამაჟორიტარო ოლქში სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა.
აღნიშნული კვლევის შედეგები, რომლებიც ორხევის მოსახლეობის საჭიროებების ანალიზისა და მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით ანკეტური გამოკითხვების საფუძველზე განხორციელდა, დეპუტატმა მოქალაქეებს საკუთარ სამაჟორიტარო ბიუროში პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
პრეზენტაციის თანახმად, ორხევში ვითარება წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, მოგვარდა წყალმომარაგების, გაზიფიცირებისა და დასუფთავების, ასევე სკოლამდელი აღზრდის დასწებულებებთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება კვლევის შედაგად გამოკვეთილ პრიორიტეტებსა და გამოწვევებს, დეპუტატის თქმით, ძირითადი თემები ინფრასტრუქტურის მოწყობის, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის, ასევე სანიაღვრე ქსელების მოწესრიგების მიმართულებით გამოვლინდა. გულიკო ზუმბაძის განცხადებით, აღნიშნული სოციოლოგიური კვლევა საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საფუძველზე ჩატარდა და მისი მიზანს თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გამოვლენა წარმოადგენდა.
მისივე თქმით, მსგავსი აქტივობების მეშვეობით მოქალაქეებს თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზე მიეწოდებათ ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მაქსიმალურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, პროექტი „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში“, რომლის ფარგლებშიც წინასწარ გადამზადებულმა შვიდმა მოხალისემ 400-მდე რესპოდენტი გამოკითხა, საკრებულო წევრის რაიონულმა ოფისმა შეიმუშავა და არასამთავრობო ორგანიზაციის-ფონდი „ადგილის დედა“ მხრდაჭერით ერთობლივად განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0