სამგორის რაიონში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

30/12/2017

სამგორის რაიონში, გამგეობის ინიციატივით საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ბენდები „არა“ , „მიქსტურა“ და თანამედროვე საცეკვაო სტუდიები იღებდნენ. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე დაესწრო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„სამგორში ტრადიციულად ტარდება საახალწლო კონცერტი. გავითვალისწინეთ ახალგაზრდების მოთხოვნა და დღეს ბენდი „არა“ და ჯგუფი „მიქსტურა“ მოვიწვიეთ. 31 დეკემბერს კი ყველას ვეპატჟებით ჯავახიშვილის ქუჩაზე, საახალწლო კონცერტზე, სადაც ანსამბლი „ერისიონი“ მიულოცავს თბილისს და საქართველოს ახალ წელს“, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0