სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში 1200 კვ მეტრი ფართი დაიწვა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში 1200 კვ. მეტრზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 100 მეხანძრე-მაშველი.
სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი დღეს დაახლოებით 14.00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Visited 207 times, 1 visit(s) today