სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) გასული წლის ანგარიში წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ (DMO) გასული წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მუნიციპალიტეტების მერები, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ანგარიშის წარდგენაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ორგანიზაციის მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მალხაზ თორიამ პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორში შექმნილ პრობლემებზე და სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განმარტებით, ტურიზმის სფერო ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების დასაძლევად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. შეხვედრაზე სამეგრელოს DMO-ს ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ, ასევე ისაუბრა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ძირითად პრიორიტეტებზე.

Visited 63 times, 1 visit(s) today