სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ახლად არჩეულ მერებს შეხვდა

09/11/2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების ახლად არჩეულ მერებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა: ,,გილოცავთ გამარჯვებას, თქვენ ხალხმა დიდი ნდობა გამოგიცხადათ, ახლა ამ ნდობას მაქსიმალური გაიმართება სჭირდება და ყველა იმ გეგმის და დაპირების შესრულება რაც წინასაარჩევნოდ გაეცით, რისთვისაც მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ უკეთესი მუნიციპალიტეტები” – განაცხადა შეხვედრაზე ლევან შონიამ. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან 2018 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებულს მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებმა რეგ. პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ,,შემსრულებლებს თქვენ თვითონ დაადექით თავზე ყველა პროექტი რასაც ჩაიბარებთ და რაც თქვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების და ხარისხიანი, ამიტომაც პირადად გააკონტროლეთ ყველა პროექტი და მათი მიმდინარეობა”, განაცხადა სამუშაო შეხევდრაზე სახელწიფო რწმუნებულმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0