სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა საფლავები ყვავილებით შეამკეს

08/08/2017

აგვისტოს ომი დაღუპულთა საფლავებს და მემორიალებს დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით ამკობენ სამეგრელოში. ტაძრებში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, დავით კოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო ომში დაღუპული ბადრი ბერანძის და დათო ჯიქიას საფლავებს.
ადგილობრივი ხელისუფლებიის წარმომადგენლებმა, ასევე გვირგვინებით შეამკეს სერგო გოროზიას მემორიალს, რომელიც ასევე რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა.
გუბერნატორის მოადგილემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დღესვე დაათვალიერა, ზუგდიდში ცენტრალურ ბულვარში მოწყობილი ფოტო გამოფენა. ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას ნამუშევრები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ასახავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0