სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) ფუძნდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციია (DMO) დაფუძნდება. DMO-ს დაარსებით, USAID – Zrda და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს რეგიონის პოპულარიზაციისა და მისი უკეთ წარმოჩენენის მიზნით.
ორგანიზაციის პრეზენტაცია ,,USAID – Zrda“ პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გამართეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები ირაკლი ჯიქია და ნინო ვიბლიანი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერები.
დაფუძნების მზაობა რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის მერმა ხელმოწერით დაადასტურა. DMO-ს მიზანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა. ასევე DMO ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობის არსებული მდგომარეობის ანალიზს და ახალ მიდგომებს დანერგავს, რაც რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

Visited 147 times, 1 visit(s) today