სამედიცინო უნივერსიტეტსა და “ჯეოჰოსპიტალსს” შორის მემორანდუმი გაფორმდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯეოჰოსპიტალსს” შორის 1-ელ აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც prof-news-ს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისათვის სწავლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, პროფესიული მიმართულებების მიხედვით აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და დახვეწას.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოაწერენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და შპს ,,ჯეოჰოსპიტალსის” გენერალური დირექტორი სოფიო გასიტაშვილი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური მართვის დეპარტამენტის დირექტორი თენგიზ წულაძე, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი კახა გზობავა, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი რუსუდან კუპატაშვილი, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსის” მარკეტინგის მენეჯერი თათა ბარამია.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდება.

Visited 388 times, 1 visit(s) today