სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბაღდათის მოსახლეობისგან მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს და შეკითხვებს უპასუხეს. ადგილობრივებმა საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივების, სასმელი წყლის მიწოდების, სოციალური დახმარებების და ქალაქის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს და მიიღეს დაპირება, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. ადგილობრივებს ის პროგრამები გააცნო, რომელსაც სამინისტრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს.

Visited 116 times, 1 visit(s) today