სამთო იალაღებზე ახალი ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყო

03/08/2017

ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები. უკვე დასრულდა ნათელათში, კუნჭულეთში, ქვაბიჯვარში, გვალმინდორსა და ჩიბუხნარში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა. პირველად, ზემოთ ჩამოთვლილი იალაღების ისტორიაში, მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება. აღნიშნულ იალაღებზე, საზაფხულო სეზონზე 5 სოფლის: აგარის, საციხურის, პანტნარის, გელაურის და ნამონასტრევის მოსახლეობა ცხოვრობს. სამუშაოები, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 221055 ლარი გამოიყო, ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ შ.პ.ს. „ენერგოგზამ“ განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0