სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროშო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საექსტენციო სისტემის გაძლიერება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განმარტებით, ექსტენცია მოიცავს კვლევისა და ტრეინინგების კომპონენტს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესებაში. პროექტის განხილვისას ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსის ძირითად მიმართულებებზე: სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიზნებზე, პაკეტებზე, მიდგომასა და მიზნობრიობაზე, სახელმწიფოს როლზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციაში, საორგანიზაციო სტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩხეიძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, ასევე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Visited 157 times, 1 visit(s) today