სამინისტრო სახლს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 165 ოჯახს შეუსყიდის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ სახლის შესყიდვის თაობაზე, 500-მდე ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო. მიმდინარე წელს, სამინისტრო სახლს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 165 ოჯახს შეუსყიდის. ეკომიგრანტ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. კომისია ასევე განიხილავს 130 ეკომიგრანტი ოჯახისათვის იმ საცხოვრებელი სახლების დაკანონების საკითხს, სადაც ისინი უკვე წლებია ცხოვრობენ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Visited 57 times, 1 visit(s) today