სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კენჭი უყარეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის კანდიდატურას და მხარი დაუჭირეს მას საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
დავით ზალკალიანმა დეპუტატებს გააცნო საკუთარი ხედვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ. მისი თქმით, ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც გამოცხადებული არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მხრიდან და უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას, შეუქცევადია და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე უზრუნველყოს ქვეყნის ღირსეული ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე და სტაბილური განვითარება.

„ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი იმ საფრთხეებისა და გამოწვევების მინიმალიზაციაში, რაც არსებობს ჩვენს წინაშე, ასევე მსოფლიო თანამეგობრობაში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრების კუთხით. აუცილებელია, რომ ჩვენი მხრიდან მიღებულ იქნას ყველა ზომა იმისათვის, რომ შეიქმნას ქვეყნის სტაბილური განვითარების გარემო და ბუნებრივია, რომ საგარეო პოლიტიკას და იმ პრიორიტეტებს, რაც არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და გამყარებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ეს პრიორიტეტები იქნება ჩვენი საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები“ -განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით. დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ცალკეულ მიმართულებებზე და დეპუტატებს გააცნო, როგორც მიღწეული შედეგები, ასევე სამომავლო ამოცანები.
მინისტრობის კანდიდატმა შეხვედრის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

Visited 133 times, 1 visit(s) today