სამტრედიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

13/06/2017

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. შეწამვლითი სამუშაოები მუნიციპლიტეტის მასშტაბით დღეიდან დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს მელაურის თემში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია , სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი , სურსათის სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განმარტა ,, სურსათის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია და მოსახლეობას, ფერმერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებთ, რადგან მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“. მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა , რომ შეწამვლითი სამუშაოებისთვის ჩამოტანილია ყველა საჭირო აპარატურა და მასალები, ასევე დატრენინგებულია ის პირები ვინც ჩართულნი არიან შეწამვლით. პროცესში. აღნიშნული სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს .“ მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას და მაჟორიტარი დეპუტატის გია მიქელაძის აქტიური მხარდაჭერით , სამტრედია იმერეთში პირველი მუნიციპალიტეტია სადაც ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0