სამტრედიაში აღმაშენებლის მე–3 ჩიხში ასფალტო ბეტონის გზა დაიგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და პერიფერიებში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით გზების მოწესრიგებითი სამუშაოები გრძელდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში დავით აღმაშენებლის ქუჩის მესამე ჩიხში ასფალტო–ბეტონის გზის დაგების პროცესი მოინახულა. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოებს შპს „ინდიკო“ აწარმოებს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

Visited 365 times, 1 visit(s) today