სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზა მგზავრობის დროს შეამცირებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. გურიის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და პროექტის ღირებულება 250-თ მილიონ ლარზე მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ვადების დაცვა და ხარისხიანი გზების დაგება. ამიტომ დასაქმებული მუშა-ხელის რაოდენობა გაიზრდება და კონტრაქტორ კომპანიებს აღებული ვალდებულებების შესრულება მოუწევთ. სამტრედია-გრიგოლეთის გზის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, და შემცირდება მგზავრობის დრო.

Visited 177 times, 1 visit(s) today