სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8-ე კმ-ზე 30 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

22/09/2017

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8-ე კმ-ზე, მდ. თხილნარზე არსებული სახიდე გადასასვლელის დაზიანების გამო, გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება 30 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0