სამტრედიის ბიუჯეტი 2201,3 ლარით გაიზარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს მეოთხე მოწვევის საკრებულომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 2201,3 ლარით გაიზარდა. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა არზუმანიანმა აღნიშნა პრიორიტეტული კვლავ, განათლება, სპორტი, კულტურა , სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. ,, პრიორიტეტები საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე განისაზღვრა. სწორედ პრობლემებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით მოხდა გარკვეულ პროექტებზე დაფინანსების გაზრდა“ –განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ ირაკლი სულავამ.
2018 წლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა–ბაღებში ხელფასები 20 % გაიზრდება, ასევე ცვლილებებია კვების მენიუში, რომელიც პროდუქტის მრავალფეროვნებას ითვალისწინებს.

Visited 151 times, 1 visit(s) today