სამტრედიის მუნიციპალიტეტში, C ჰეპატიტის გამოსავლენად მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მედ პერსონალმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, C ჰეპატიტის გამოსავლენად მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარა.
მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილობრივებს, სოფლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ანალიზის გაკეთება და 15 წუთში პასუხის მიღება. აქციის მიმდინარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია გაეცნენ.
მსგავსი ტიპის აქციების მიზანს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება და C ჰეპატიტის პრევენცია წარმოადგენს.

Visited 160 times, 1 visit(s) today